შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ზვიადაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიცხი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1969-1971წწ. ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის კოლმეურნეობის წევრი; 1977-1979წწ. მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1980-1990წწ. გაზეთ "ეკრანის ამბების" რედაქციის მთარგმნელი. 1976 წლიდან მონაწილეობდა არალეგალური ორგანიზაციების მუშაობაში. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ.164; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |