Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1904-1905წწ. იყო განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე. 1906 წელს სახალხო მასწავლებლობის უფლება მოიპოვა და სოფლის სამრევლო სკოლაში დაიწყო მუშაობა. 1911-1921წწ. მასწავლებლობდა სოფ. მუხურაში, ჯვარისში, შოსტანაში, ხელმძღანელობდა კოოპერატივს (გამგე-თავმჯდომარე). დაინტერესებული იყო რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობით. 1914 წელს სოციალ-რევოლუციურ პარტიას მოემხრო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ერთდროულად თავმჯდომარეობდა აღმასრულებელ კომიტეტს, კოოპერატივს, კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიას, სასურსათო კომიტეტს. იყო მუშათა საბჭოების, დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის მთავარი გამგეობის წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო ტყიბულის მაღაროების სამეურნეო ნაწილის გამგე. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1910 წელს ("თეატრი და ცხოვრებაში" მიხეილ დაჩაგრულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მინიატურა "ჩონჩხები"). მისი მოთხრობების უმეტესობა დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ "შრომაში", ალმანახ "სხივში", "თემში"; მინიატურები -"თეატრი და ცხოვრებაში" (აქვე დაბეჭდა პიესა "ვნების ბრჭყალები"). ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიატურისტი, პოლიტიკურ-საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.414 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |