The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კალანდაძე

შოთა კალანდაძე
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1979  (44 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1995 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტში; ამავე წელს გახდა მოქანდაკის ჯ. შანშიაშვილის მოწაფე და 1998 წლამდე სწავლობდა ხატვას; 1998-2001 წწ. იყო მხატვარ ზ. ნიჟარაძის მოწაფე და სწავლობდა ფერწერას. მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მხატვრებთან დ. ერისთავთან, ე. კალანდაძესთან, თ. მირზაშვლთან.

2000 წელს შ. კალანდაძემ გადაიღო პირველი ფილმი "მიტოვებული დონჟუანი", 2002 წელს გახმაურებული ფილმი "სიზმრების გაელვება". ეს პირველი ავანგარდულ-ეროტიული, დრამატული ფილმი იყო  ქართულ კინოში, სადაც  საკმაოდ ეპატაჟური სცენა ლ. ქავჟარაძემ ითამაშა. ამ ფილმით დაიბადა ახალი კინო მიმდინარეობა "კინო ლექსები". "კინო ლექსის" დროს ფილმის გადაღება მინიმალური სცენარის მიხედვით იწყება და გადაღების პროცესში ხდება საბოლოო ფილმის სცენარის დაბადება, ისევე როგორც ლექსის წერის დროს.
რეჟისორ შოთა კალანდიძის ფილმები:
მელოდრამა - "მიტოვებული დონჟუანი" (2000); ავანგარდული ეროტიკული დრამა - "სიზმრების გაელვება" (2002); დრამა - "უშვილო" (2005); მხატვრული დრამა - "ხელოვანთა კადრები" (ფილმში მონაწილეობენ სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე და სხვ., 2005); "ამბავი ღალატზე" (2005); ავანგარდული დრამა - "პოეტური ჩანახატები" (2006); სერია ნოველებისა - "ზურაბ ნიჟარაძე სახელოსნოში": პირველი ფილმი - "პორტრეტები ფოტოდან", მეორე ფილმი - "making of ", მესამე ფილმი - "პიკო" (2008); დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი - "კინო ლექსები თენგიზ მირზაშვილზე" (2008); "პატარა კინო ისტორიები" (2008); ავანგარდულ-ეროტიული დრამა - "კადრები კოსმოსში" (2008); მხატვრული დრამა, ფილმ-ნოველების სერია - "წარსული სიყვარულის გახსენება" (2009); "ეკლექტური რეპეტიციები" (2009); "კინო ლექსი ედმონდ კალანდაძეზე" (2010); დოკუმენტური-დრამა - "ინტერვიუ დედასთან" (2010); ავანგარდულ ეროტიული კომედია - "კიჩი კინოკლიპები" (2011); ეკლექტური ჰეპტალოგია, ფილმიმე-1, "უფროსი ნიმფომანიაკი შეყვარებული ქალი"- არტ სკეჩი (ავანგარდული ეროტიკა-დრამა, 2011); ფილმი მე-2 "უფროსი ნიმფომანიაკი ქალის ფრაგმენტები ცხოვრებიდან" (ავანგარდული ეროტიკა-დრამა, 2011); ეკლექტური ჰეპტალოგია - ეროტიულ-ავანგარდული დრამა, ფილმი მე-3 - "მედუზა გორგონა" (2012); დოკუმენტურ-ეროტიული დრამა - "მარიტას გარდაცვალება" (2012); "უცნაური სიყვარულის ისტორიები" I ("ახალგაზრდა მამაკაცისა და უფროსი ქალის უცნაური სიყვარულის ისტორია", მონაწილეობს ნუცა შანშიაშვილი და სხვ., 2012); "ლილიტის პორტრეტი" (2013); "რეპორტაჟი თბილისიდან - ფანი არდანი" (2013); დოკუმენტურ-ეროტიული კომედია -  "კინო სინჯები" (2014); მხატვრული დრამა ეროტიკა - "მხატვრის მუზები" (მონაწილეობენ: ზურა-პიკო ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, კახი კავსაძე, ლიკა ქავჟარაძე, მარინა კახიანი და სხვ., 2014); "უცნაური სიყვარულის ისტორიები" II ("ახალგაზრდა მამაკაცისა და მოხუცი ქალის უცნაური სიყვარულის ისტორია", მონაწილეობს მზია მაღლაკელიძე და სხვ., 2014); "უცნაური სიყვარულის ისტორიები" III ("ძვირფასი ცოლი", მონაწილეობს კახი კავსაძე და სხვ., 2014); "ასოციაციები ალფრედ შნიტკეს მუსიკაზე - შოთიკო კალანდაძის კინო ლექსი" (2015); დოკუმენტურ-მხატვრული ბიოგრაფიული ფილმი - "პოეტური სახეები გიფტზე" (2015); "ფრაგმენტების წიგნი" (ეკლექტური ჰეპტალოგია, 2016); ეკლექტური ჰეპტალოგია - მე-6 ფილმი "საჩუქარი" (ავანგარდულ - დოკუმენტურ მხატვრული დრამა, 2016); ეკლექტური ჰეპტალოგია, ფილმი მე-5 "ვნებები შესტაკოვიჩის მუსიკაზე" (ეროტიულ-ავანგარდული დრამა, 2019); "ფოტოგრაფია ფილმიდან" (2019); ეკლექტური ჰეპტალოგია, ფილმი მე-7 - "18 კინოსიჯი" (დოკუმენტურ - ეროტიული ავანგარდი, დრამა 2022); "დოკუმენტური ავანგარდი" (2022); "ეკლექტური ფრაგმენტები" (2022).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის ვებგვერდი: geocinema.ge; შოთა კალანდაძის ფილმები: myvideo.gefacebook.comcavea.plusvk.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: