შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ურიდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1979 წელს. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: 1979-1990წწ. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგავი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", წმინდა ილია მართლის საზოგადოება, საგარეო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, "ქარტია-91", საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ფიზიკა-მათერმატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ.325; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |