| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფაცია გალდავა![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელში. იყო 1902 წელს დაარსებული მოწაფეთა კომიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი; 1902-1904წწ. აქტიურად მონაწილეობდა მოწაფეთა რევოლუციურ მოძრაობაში, თვითგანვითარებასთან ერთად პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებდა, ავრცელებდა არალეგალურ და პოლიტიკურ ლიტერატურას; 1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისას, ომის საწინააღმდეგო მოწაფეთა დემონსტრაციას მეთაურობდა (ეს იყო მთელ რუსეთში მოსწავლე-ახალგაზრდობის პირველი დემონსტარცია). 1905 წელს მონაწილეობდა ჭიათურის მაღაროს მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში, შორაპნის მაზრის რევოლუციურ გამოსვლებში, არალეგალურ სტამბაში რამდენიმე თვე ასოთამწყობად მუშაობდა. ჩამოაყალიბა "მოწყალების დების" ჯგუფი. 1907 წელს ფაცია გალდავამ დიდი დახმარება გაუწია თბილისში, ერევნის მოედანზე მომხადრ ექსპროპრიაციას, იგი ამავე დროს მუშაობდა ეფინჯიანის თამბაქოს ქარხნის მუშა ქალებთან. 1908 წელს სწავლა განაგრძო და მოსკოვის ახლოს, სოფელ შელკოვოში, მაუდის ქარხნის მუშებს შორის რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. 1914 წლიდან თბილისში ლექციებს კითხულობდა ქალთა საკითხებზე. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, რევოლუციონერი, ქალთა პირველი დემონსტრაციის ხელმძღვანელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.482
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

