შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ დიასამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანგისა, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსვის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს და ასპირანტურა 1979 წელს. 1979 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრი (1995-1999); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2007-2010წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; 2010 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: თანამედროვე თურქეთის ისტორია; საერთაშორისო ურთიერთობათა უახლესი ისტორიის პრობლემები; ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების უახლესი ისტორია; თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემები; ისტორიის სწავლების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, რუსეთის (სსრკ) ისტორია. 2014 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.151; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |