The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლატიფშაჰ ბარათაშვილი

ლატიფშაჰ ბარათაშვილი
Date of birth:4 October, 1907
Date of death:16 November, 1984  (at 77 years)
Burial location:ქ. მინგეჩაური, აზერბაიჯანი
Category:Ethnologist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი

დაამთავრა სოფელ უდის შვიდწლედი; კომკავშირის და პარტიული კურსები თბილისში; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება ისტორიის მიმართულებით. 

კომკავშირული საქმიანობა განაგრძო მშობლიურ კუთხეში; 1944 წელს როგორც თურქი-მესხი გადაასახლეს შუა აზიაში; აკადემიკოს გ. ჩიტაიას მითითებით აგროვებდა მასალებს მაჰმადიანი მესხების ყოფასა და გენეოლოგიის შესახებ და ამას გადასახლებაშიც აგრძელებდა; 1956 წლიდან იწყებს ბრძოლას სამშობლოში დასაბრუნებლად, ის არის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამ საქმეს ახორციელებს; 1959 წელს ას სხვა ოჯახთან ერთად ლ. ბარათაშვილის ოჯახიც მინგეჩაურში (აზერბაიჯანი) გადაასახლეს. 1962 წელს მაჰმადიანი მესხები აარსებენ თბილისში დროებით კომიტეტს და თავმჯდომარედ მას ირჩევენ; ამ კომიტეტის მიზანი იყო როგორც საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად ქმედითი ზომების მიღება; აზერბაიჯანში მცხოვრები ლ. ბარათაშვილი აგრძელებდა 1941 წელს დაწყებულ ეთნოგრაფიულ კვლევას; მისი მასალები მაჰმადიან მესხთა ყოფის, რიტუალების, ტანსაცმლის, სამკაულების და ა.შ. შესახებ უნიკალურია და დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ისტორიული მეცნიერებისათვის; სამწუხაროდ  მისი ნაშრომების საქართველოში გამოქვეყნება ვერ მოხერხდა; 1970 წელს აზერბაიჯანში, აზერბაიჯანულ ენაზე დაისტამბა ლ. ბარათაშვილის კრებული; ის უცხო მხარეში აღესრულა და მინგეჩაურში დაასაფლავეს. ჟურნალისტ კლარა ბარათვილის მამა.

წყარო: მესხეთის სახელოვანი შვილები = Славные сыновья Месхети / უჩა ბლუაშვილი.- თბ., 2008. – გვ.114-116; სოფელი უდე : ისტორიულ-ეთნოგრაფიული აღწერა, 1943 წ. სექტემბერი - 1944 წ. სექტემბერი / ლატიფშაჰ ბარათაშვილი.-თბ.,2019.-გვ.3-7

Member of Organizations

  • მაჰმადიან მესხთა "დროებითი კომიტეტი" (თბილისი), თავმჯდომარე (1962-1966)

Bibliography


Share: