Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ გაფრინდაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1982წწ. საწარმო გაერთიანება,"ჰიდროსპეცგეოლოგიის" მე-7 რაიონის ჰიდროგეოლოგიური ექსპეედიციის სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის ინჟინერი; 1982-1985წწ. სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უბნის უფროსი; 1985-1987წწ. გუდაუთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი გეოლოგი; 1987-1989წწ. ბიჭვინთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი; 1989-1993წწ. "სპეცგეო"-ს მთავარი ინჟინერი; 1993-1995წწ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საინჟინრო-გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველოს რაზმის უფროსი; 1995-1997წწ. შავი ზღვის გეომონიტორინგული კვლევების ცენტრის ჯგუფის უფროსი; 1997-2000წწ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სსიპ ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი "სტიქია"-ს შავი ზღვის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 2000-2006წწ. ცენტრ "სტიქია"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე (მთ. ინჟინერი); 2004-2013წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის კონსულტანტი; 2004-2005წწ. კომპანია "ჯეიკობსი"-ს ექსპერტი საინჟინრო გეოლოგიურ საკითხებში; 2004-2005წწ. კომპანია "ბეისიპ-ფრანლაბის" ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში; 2006-2009წწ. გერმანული კომპანია "კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი"-ს კონსულტანტი საინჟინრო-გეოლოგიურ საკითხებში; 2006-2007წწ. კომპანია "რეს & კო"-ს კონსულტანტი გარემოს დაცვის საკითხებში; 2006-2008წწ. ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2008-2011წწ. სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსი; 2011-2014წწ. გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014 წლიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. არის რამდენიმე ასეული გეოლოგიური ანგარიშის და დასკვნის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია. წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: nea.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |