The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო გამყრელიძე-ბუთხუზი

სხვა სახელი:დიდებულიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1870  (155 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია.

სცენაზე გამოვიდა 1890 წელს, ალ. ნებიერიძის მიერ ახლად დაარსებულ საერო-სახალხო თეატრში დიდებულიძის ფსევდონიმით, ხოლო 1891-1892წწ. სეზონში დიდ სცენაზე გამყრელიძის გვარით. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფაიხოშ ("სამშობლო"), მაშიკო ("ციმბირელი"), დედა ("ურიელ აკოსტა"), ემილია ("ოტელო"), პორცია ("შევლოხა-შეილოკ"), ოტრადინა ("უდანაშაულოდ დასჯილნი"), მარტა-იულია ("დამნაშავეა"), კორნელია ("გაი გრაკხი"), გუვერნანტი ქალი ("მეორედ გაყმაწვილება"), კნეინა ("ფული და ხარისხი"), ვარვარა ("ბორკილი") და სხვ. გამოდიოდა საქართველოს სხვადსხვა ქალაქის სცენებზე: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში. მონაწილეობდა თბილისის სახალხო სახლში და აუდიტორიებში გამართულ წარმოდგენებში. 1926-1927 წლების თეატრალური სეზონის შემდეგ ნინო გამყრელიძემ კინოში განაგრძო მოღვაწეობა. იგი გადაღებულია ფილმებში: "ორი მონადირე", "ჯანყი გურიაში", "ახალგაზრდობა იმარჯვებს", "ბრმა" და სხვ. მსახიობ ვიქტორ გამყრელიძის მეუღლე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.500


გააზიარე: