The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ თოდუა

თემურ თოდუა
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1954
გარდაცვ. თარიღი:2014  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიუ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტებში; იკვლევდა პონტოს სამეფოსა და კოლხეთის, საქართველო-რომის ურთიერთობათა ასპექტებს, ანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებს; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის; მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, რუსეთში, ბულგარეთში, პოლონეთში; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.79; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.413

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: