The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან აბულაძე

ვალერიან აბულაძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალთერჯოლა, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის იიკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1953 წელს.

1960 წლამდე მუშაობდა ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ლაბორანტად, ხოლო შემდეგ უფროს ლაბორანტად; 1967 წლიდან კათედრის ასისტენტად; 1974 წლიდან უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზეა. ლექციებს კითხულობდა ეკონომიკურ გეოგრაფიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე; სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (აგრარული უნივერსიტეტი), მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, მოსკოვის საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, დამოუკიდებელ "გრისის" ინსტიტუტში. 1953-1956წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა პროფ. გვ. გეხტმანის ხელმძღვანელობით. დაამუშავა საკვალიფიკაციო თემა - "ქ. ქუთაისის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება". შემდეგში კვლავ მოუხდა ახალი თემის დამუშავება - "დასახლებათა ტერიტორიული სისტემების ფორმირება ქვემო იმერეთში". ამ საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და შესრულებუილ აქვს 30-მდე სამეცნიერო-კვლევითი შრომა. უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.17


გააზიარე: