Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ გალუსტოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის კათოლიკეთა საეკლესიო სკოლაში. მუშაობდა მადერის ასოთჩამომსხმელ ქარხანაში. 1882 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოკარნახე (სუფლიორი). მან თავისი მოღვაწეობით ქართულ სცენას და დამწყებ მსახიობებს დიდი ამაგი დასდო. ხანდახან გამოდიოდა სცენაზეც, თამაშობდა სახასიათო როლებს-ვაჭრებს, კინტოებს და სხვ. ზაფხულობით სცენისმოყვარულთა დასთან ერთად საქართველოს სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. დაწერა პიესა "არკადიას სადილი"- სცენები ვაჭართა ცხოვრებიდან, 3 მოქმედებად, რომლის წარმოდგენამაც თბილისის ქარვასლის ნოქრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სპექტაკლი რამდენჯერმე დაიდგა, გალექსა ნ. იტრიევმა. ნიკოლოზ გალუსტოვმა ქართულად გადმოაკეთა 15-მდე კომედია, ვოდევილი და ფარსი: "ავტორი თეატრში არ გახლავთ", "ორი სილა ანუ ცოლ-ქმრობის ყვავილები", "ბოშა ქალი ზანდა", ალ. კრილოვის "დათვმა დააქორწინა", "დუელი", "ომი ინგლისელებისა ბურებთან", "რეგვენი საქმეს წაახდენს-ფათერაკს დააბრალებსო!", როვეტის "უპატიოსნონი არ იბადებიან", "საშინელი შურისძიება", "ქლიავი", "ყვავები", "შიშს დიდი თვალები აქვს", "ჩენი თეატრის დედა-ბოძნი", "ხაფანგი" და სხვ. ქართველი კათოლიკე, მოკარნახე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.482 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |