Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გამალიელ (არქიმანდრიტი)![]()
Biographyდაამთავრა თბილისის კათოლიკე პატრების სკოლა, სწავლობდა რომში, პროპაგანდოში-რომის პაპის უმაღლეს სასწავლებელში. 1795 წელს დაბრუნდა საქართველოში. იოელ გამრეკელის ცნობით, უმაღლესი სასულიერო განათლება მიიღო ათენში და ბერად აღიკვეცა. ერეკლე II-ის დროს შიო მღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო, შემდეგ იკორთის ტაძარში მოღვაწეობდა. კათოლიკე პატრებისაგან შეისწავლა დოსტაქრობა და ჯარა-ექიმობა. 1810 წელს გამალიელმა ძველი და ახლი მწერლებისა და წიგნების სია შეადგინა. მასში მოხსენიებულია 300-მდე წიგნი დამწერ-შემდგენელთა ვინაობისა და მოღვაწეობის პერიოდის მითითებით (IV-XVIII საუკუნეები). ეს შრომა დაბეჭდა პროფესორმა ალ. ცაგარელმა (Грузинская письменность, СПб, 1894). იოელ გამრეკელის ცნობით, გამალიელი იყო დიკასტერიის წევრი (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა. იგი დააარსა ანტონ I-მა. დიკასტერია ექვემდებარებოდა კათოლიკოსს და გადაწყვეტილებებს იღებდა მისი სახელით. აქ განიხილებოდა სასულიერო ხასიათის დავები, მაგრამ ეს საკითხები მხოლოდ დიკასტერიას არ ექვემდებარებოდა. დიკასტერია არსებობდა სინოდალურ კანტორამდე, სინოდალური კანტორა დაიხურა 1917 წელს). გამალიელ არქიმანდრიტმა თავი გამოიჩინა ვარლამ ეგზარხოსის წინააღმდეგ, იკორთის სამონასტრო მამულების დაცვისათვის (ამ მამულების შემოსავალი ხმარდებოდა სწავლა-განათლებას). გამალიელი ყოველთვის მტკიცედ იცავდა საქართველოს ახალგაზრდობის ინტერესებს. "მცირე უწყება ქართველ მწერალთათვის", ცნობით გამალიელი იყო ანტონ I-ის აღზრდილი, "არიხმატიკოსი, გალობათა შინა გამოცდილი". სასკოლო მოღვაწე, მწიგნობარი, გამრეკელ-თორელთა შთამომავალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.483
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |