The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ავალიანი

შალვა ავალიანი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1998  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარბევი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს. 

მესამე კურსიდან შეუდგა პედაგოგიურ მუშაობას. წლების მანძილზე მოღვაწეობდა სხვადასხვა საშუალო სკოლის მასწავლებლად, დირექტორად. იყო ქუთაისის რაიონის კულტურის განყოფილების გამგე, ქუთაისის საოლქო საბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი გეოგრაფიაში, საქართველოს განათლების სამინისტროს ქუთაისის მასწავლებელთა და სკოლის სხვა მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში გეოგრაფიის სასწავლო-მეთოდური კაბინეტის გამგე. 1976 წლიდან მუშობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1960-1965წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში აქვს 60-მდე ნაშრომი. 1981-1990წწ. იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ქუთისის ფილიალის სწავლული მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში), დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ჩატარების მეთოდიკა ეკონომიკური გეოგრაფიის სწავლების პროცესში", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.17-18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: