The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოელ (იოველ) გამრეკელი

იოელ (იოველ) გამრეკელი
ოფიციალური სახელი:ილია გამრეკელი
სხვა სახელი:თორელი  (ფსევდონიმი)
მეჯვრისხეველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1855  (170 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1874 წელს.

თავისი სურვილის წინააღმდეგ მღვდლად გამწესდა. იდევნებოდა ხალხოსანთა წრეებში მონაწილეობისა და იმპერატორ ალექსანდრე II-ის შეურაცხყოფისათვის. 1894 წელს, გორის საკრებულოს ტაძრის კანდელაკად და კეთილმოწესედ (ბლაღოჩინად) ყოფნის დროს ვლადიმერ ეგზარქოსმა საეკლესიო ნივთების აღწერა და რუსეთში გაგზავნა დაავალა. იოელ გამრეკელმა ნიკო ამილახვარის დახმარებით შეძლო საეკლესიო საგანძურის გადარჩენა. 1906 წელს იოელ გამრეკელი იმ საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა, რომელმაც რუსეთის სინოდისაგან ჩამოშორება და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვა. წერდა რუსულ და ქართულ პრესაში თორელისა და მეჯვრისხეველის ფსევდონიმებით, იცავდა საქართველოს ეკლესიის ქონებრივ უფლებებს. თბილისის ჯვრის მამის ეკლესიის შესახებ ბერძნებს ედავებოდა და მისი ძალისხმევით ეს უძველესი ეკლესია 1912 წელს ქართველების საკუთრებად იქნა ცნობილი. იოელ გამრეკელმა თარგმნა ს. სავინკოვის რევოლუციური შინაარსის "Скорбныя годы. Воспоминания матери" ("მწუხარების წლები. დედის მოგონებანი", 1918 წელს გამოსაცემად გადასცა შ. აფხაიძეს). მქადაგებელი, მწიგნობარი, საქართველოს ეკლესიის ქონებრივ უფლებათა და უპირატესობათა დამცველი, გამრეკელ-თორელთა შთამომავალი. მხატვარ ირაკლი გამრეკელის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.487

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: