Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1923 წელს. მუშაობდა ქირურგიის ფაკულტეტზე ორდინატორად. 1927 წელს მიავლინეს ლენინგრადში ცნობილ უროლოგ, პროფესორ ხოლეცკთან და აკადემიკოს ორბელთან. აქ დაწერა ნაშრომი "Влияние полной денервации почки на ее функцию"( Известия Академии Наук СССР), რომელმაც დიდი შეფასება მიიღო. 1928 წელს დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ასისტენტად და უროლოგიური განყოფილების გამგედ. 1938 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგ მიიწვიეს ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის დოცენტად და უროლოგიის დოცენტურის ხელმძღვანელად. გიორგი გაჩეჩილაძის ლექციები საქართველოს ექიმთა საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. იგი იყო საქართველოში უროლოგიის დარგის ერთ-ერთი დამაარსებელი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის "ჭიაყელა ნაწლავის დაავადების ზოგიერთი მასალები ქირურგიული კლინიკის 1923, 1924 და 1925 წლების მასალის მიხედვით" (ჟურ. "თანამედროვე მედიცინა", 1926, №6). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქირურგი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.518 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |