შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1931 წელს. 1934-1937წწ. შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს აეროლოგიური განყოფილების გამგედ, 1935 წლიდან იყო აეროლოგიური ცენტრის უფროსი, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა აეროლოგიურ კვლევებს; 1931-1951წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის გამგედ. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე იყო УМАК-ის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ნახევარგამტართა ფიზიკის განყოფილების გამგე, ხელმძღვანელობდა УМАК-თან არსებულ იზოტოპების და გამოსხივების კომისიას. ალექსანდრე გაჩეჩილაძე იყო მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. ივანე გაჩეჩილაძის შვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.516 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |