The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გაჩეჩილაძე

ივანე გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1938  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ყოფილი შორაპნის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1903 წელს და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1909 წელს.

1917 წელს დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორად; 1924 წლიდან  იყო საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის ამინდის მეთვალყურე განყოფილების ფიზიკოსი, 1925 წლიდან კი განყოფილების გამგე; 1929 წელს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნა კლიმატოლოგიური განყოფილება, რომლის დირექტორის მოადგილედაც დაინიშნა; 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიურ სექციას. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1924 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე აგრომეტეოროლოგიაში, ფიზიკას, მეტეროლოგიას, კლიმატოლოგიას სასოფლო-სამეურნეო, სუბტროპიკულ კულტურათა, სატყეო, ზოოვეტერინალურ და სხვა ინსტიტუტებში. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დააარსა ფიზიკისა და მეტეოროლოგიის ფაკულტეტები, იყო მათი პირველი გამგე. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ფიზიკოს ალექსანდრე (ხითო) გაჩეჩილაძის მამა. მეტეოროლოგი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.519

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: