Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტიგრან ათაბეგოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1910 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი და შევიდა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1911 წელს გადავიდა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ განყოფილებაზე, რომელიც 1917 წელს დაამთავრა. დაბრუნდა თბილისში, მაგრამ მალე სამუშაოდ პიატიგორსკში გადავიდა საოლქო აღმასკომში სტატისტიკური განყოფილების გამგედ. მისი ხელმძღვანელობით და აქტიური მუშაობით ორგანიზებულ იქნა პიატიგორსკის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც ლექციებს კითხულობდა ეკონომიკურ გეოგრაფიასა და პოლიტიკურ ეკონომიაში. 1918-1919წწ. მუშაობდა ვლადიკავკაზში. 1919 წელს გადმოვიდა თბილისში ქალთა კომერციულ სასწავლებელში. შემდეგ დაინიშნა ამ სასწავლებლის დირექტორად. მომდევნო წლებში კითხულობდა ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, ამიერკავკასიისა და საქართველოს უმაღლეს კომუნისტურ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ამიერკავკასიის ინსტიტუტში, ამიერკავკასიის ეკონომიკურ ინსტიტუტში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სხვ. 1938 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს - თურქეთის, ირანის, არაბეთის ქვეყნების ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში, საბჭოთა კავშირის მრეწველობის გეოგრაფიის, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკისა და პოლიტიკის, ინდუსტრიული წარმოების საფუძვლებს და სხვ. მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებს. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.19-20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |