შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ალადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1995 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ჰიდრომეტეოროლოგიის ისტიტუტის ასპირანტურაში სპეციალობით "მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია". ასპირანტურაში სწავლის პერიოდში მიენიჭა III (1998) და II (2002) ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია. მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატის მოდელირების ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 ინგლისურ ენაზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის კლიმატის რეაქცია კოსმოსური და ცირკულაციური ფაქტორების საუკუნოვანი რყევადობის მიმართ". წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |