The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ თოდუა

ნუგზარ თოდუა
Date of birth:1 May, 1964  (60 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს, სპეციალობა "საქონელმცოდნეობა და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაცია"; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი 1986 წელს, სპეციალობა "სამართალმცოდნეობა"; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლენინგრადის საბჭოთა ვაჭრობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1989 წელს, სპეციალობა "სამრეწველო საქონელმცოდნეობა"; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 1995 წელს, სპეციალობა "მარკეტინგი"; საერთაშორისო ორგანიზაცია "BUREAU VERITAS"-ის ტრეინინგი 2002 წელს"თანამედროვე მენეჯმენტის სისტემების სისტემების დანერგვა საქართველოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში".

1990 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2002 წიდან ხელმძღვანელობს მარკეტინგის კათედრას; არის ჟურნალების: "ეკონომიკა და ბიზნესის", "ახალი ეკონომისტის", "ბიზნესი და მენეჯმენტის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის "მარკეტინგის აქტუალური საკითხების" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, ოთხი მონოგრაფიისა და ამდენივე სახელმძღვანელოსი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა ქცევის მარკეტინგული კვლევის საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.79-80; tsu.ge

Member of Organizations

  • ასოციაცია "მარკეტინგული კვლევის ცენტრი" , დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2001-)
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (1997-)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (2000-)

Awards and Honors

  • 1999 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია
    სახელმძღვანელოსათვის "საქონლის ექსპერტიზა საერთაშორისო ვაჭრობაში"
  • 1997 - საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის ახალგაზრდა მეცნიერთა სტიპენდიატი (1997–2004)
  • 1997 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯორჯ შულცის სახ. ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია

Bibliography


Share: