Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1969წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში (ამჟამად – სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტი); 1969–1972წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პ. ლებედების სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში; 1973 წლიდან სსრკ სახსტანდარტის მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; არის ღია სააქციო საზოგადოებაბა "ზედაპირისა და ვაკუუმის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" გენერალური დირექტორი; მოსკოვის ფიზ. ტექ. ინსტიტუტის ფიზიკური და კვანტური ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი; ნანომეტროლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე; სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის "ნანოტექნოლოგიები" დამაარსებელი. მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებაა სიგრძის ზემაღალი სიზუსტით გაზომვების თეორია და ტექნოლოგია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე პატენტის ავტორი. 2002 წელს მიენიჭა "რუსეთის ფედერაციის საპატიო მეტროლოგის" წოდება. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორი (1986), პროფესორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.80
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |