The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მთივლიშვილი

თეიმურაზ მთივლიშვილი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1999 წელს.

2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეფორმისა და იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის წევრი (სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი); 2005-2006წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის წევრი (სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი); 2006-2007წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის საჯარო-სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს მრჩეველი; 2007-2010წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვის ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვის ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2011-2012წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მთავარი მრჩეველი; 2013 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2014-2015წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2015-2018წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2018 წლიდან  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე. 

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: nea.gov.ge


გააზიარე: