The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი თოიძე

ბადრი თოიძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 2016  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (ვ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით) 1967 წელს.

1962–1974წწ. მღეროდა ანსამბლ "გორდელაში" (იყო მისი ერთერთი დამაარსებელი); 1975 წლიდან იყო ანსამბლ "რუსთავის" (ხელმძღვ. ა. ერქომაიშვილი), სოლისტმომღერალი და ლოტბარი; 2000 წიდან დირექტორი; მისი მონაწილეობით ანსამბლმა 500-ზე მეტი სიმღერის ფონოჩანაწერი გააკეთა; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1993 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს სახელმოწიფო უნივერსიტეტში. ხელოვნების დოქტორი (2012), პროფესორი (2013), მომღერალი (ბანი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.83; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.290

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: