Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ალავერდაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით. დაიწყო მუშაობა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. 1979 წლიდან დაინიშნა კათედრასთან არსებულ სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად მოცემულია მდინარეთა ნატანის ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების თავისებურებანი. 1968-1972წწ. იყო საქართველოს ნაკრების წევრი საბაიდარო ნიჩბოსნობაში. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი სსრკ არაოფიციალური ჩემპიონი და პრიზიორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების პირობები და გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.20-21 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |