Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა გაწერელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა იმერეთის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი 1901 წელს და იმავე დღიდან ფოთის სამრევლო სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლობა; სცენაზე გამოვიდა 1910 წელს და მთელი 10 წელი უანგაროდ იღვწოდა სასცენო ასპარეზზე ფოთსა და ქუთაისში, უმთავრესად საყოფაცხოვრებო-რევოლუციურ რეპერტუარში. როგორც ნიჭიერი სცენისმოყვარული, ხელძღვანელობდა ანტ. ჟღენტის მიერ 1901 წელს ფოთში დაარსებულ სცენისმოყვარულთა ჯგუფს; დააარსა ფოთის დრამატული საზოგადოება, რომლის გამგეობასაც ოთხი წლის მანძილზე თავმჯდომარეობდა. ალექსანდრა გაწერელია-ჩაჩანიძეს თბილისში გადმოსვლა შესთავაზეს, მაგრამ მან ფოთში დარჩენა ისურვა. სცენისმოყვარულთა საზოგადოებამ მის საფლავზე ძეგლის დასადგმელად ფული შეაგროვა. მწერალ აკაკი გაწერელიას დედა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.527 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |