შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ თორდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თეკლათი, ცხაკაიას რაიონი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს. 1939-1945 წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პ/მგ მდივანი; ავტორია წიგნებისა: "ჩიტი ციცინო" (1948), "ომგადახდილის თვალით" (1952), "დღეები და ადამიანები" (1955), "მოთხრობები ნამდვილ ადამიანებზე" (1967), "როგორ უყვარდათ, როგორ კვდებოდნენ" (1975) "ნაკვესები, ნოველები და მინიატიურები" (1985) და სხვ. თარგმნა უკრაინელი მწერლის ვ. სტეფანიკის "რჩეული" (1954). მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, ბულგარულ, ლატვიურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.91 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |