The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გედევანიშვილი

დაბადების თარიღი:1904  (122 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გრემისხევი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის №10 ტექნიკუმი და პედაგოგიური ინსტიტუტი (1928),  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1931), მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს ორწლიანი უნივერსიტეტი (1947).

1922 წლიდამ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლაში ფიზიკისა და ელექტროტექნიკის მასწავლებლად. იყო სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, კომკავშირის ბიუროს წევრ-მდივანი, ლექტორი. ფიზიკისა და ელექტროტექნიკის შესახებ აქვეყნებდა წერილებს "ნორჩ ლენინელში", 1947 წლიდან - "პიონერსა" და "ახალგაზრდა კომუნისტში". გამოცემული აქვს ტექნიკური ხასიათის შრომები.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.538

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: