Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ალანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, ხოლო ტაშკენტის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სპეცკურსი ინჟინერ-სინოპტიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს; 1953-1957წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა საქმთავარ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსად. იგივე თანამდებობა ეჭირა აჭარაში. მუშაობდა კოკისპირული სტიქიური წვიმების შედეგების თავიდან აცილების სფეროში. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში მოცემულია ოკეანოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ბუნების დაცვის აქტუალური საკითხები; მუშაობდა აგრეთვე ჰიდროლოგიური, საზღვაო და ამინდის პროგნოზების მეთოდიკის საკითხებზე. დოცენტი (1953). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |