The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ალასანია

ქეთევან ალასანია
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1919
გარდაცვ. თარიღი:2008  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში,შემდეგში ბათუმის უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე. აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დაამუშავა საკვალიფიკაციო ნაშრომი და 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი სადისერტაციო ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან - ზოგადი (ანალიზური) და ლანდშაფტური (სინთეზური). ანალიზურ ნაწილში განხილულია აჭარის დასავლეთი ნაწილის (ზღვისპირეთი) მდებარეობა, საზღვრები, ჰავა, შიგა წყლები, მცენარეული საფარი, ნიადაგები და ცხოველთა სამყარო. სინთეზურ ნაწილში მოცემულია ლანდშაფტური დარაიონება. შედგენილია დარაიონების სქემა, გამოყოფილია სანაპირო ვაკე-დაბლობის ზონა სამი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონით და ერთი ქვერაიონით, ბორცვიან მთისპირა ზონა სამი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონით, მთა-ტყის ზონა ორი ქვერაიონით, სუბალპური ზონა და ალპური ლანდშაფტების ფრაგმენტები. კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფიასა და საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ძირითადად ეხება ჰავის, მდინარეთა აუზების ჰიდროლოგიურ თავისებურებებს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1962). მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის დასავლეთი ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.21-22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: