ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მელორ ალფენიძე
დაბადების თარიღი: | 21 მაისი, 1947 (77 წლის) |
კატეგორია: | გეოგრაფი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით 1969 წელს.
1969-1971წწ. მუშაობდა ქ. სოხუმში სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში; 1971-1978წწ. შავი ზღვის ნაპირების დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოშიინჟინერ-გეოლოგად, ხოლო 1973 წლიდან ნაპირების კვლევის განყოფილების გამგედ; 1971 წლიდან შეთავსებით - სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის, 1978 წ-დან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებლი, 1978 წ-დან დოცენტი, 2006 წლიდან თსუ სოხუმის ფილიალის პროფესორი; იკვლევს - ზღვის სანაპირო ზონის მორფოდინამიკას, რეგიონების გეოეკოლოგიურ და გარემოს რეგულირება-მართვის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 30-მდე მონოგრაფია და სახელმძღვანელო, 10-მდე კრებულები და 100-ზე მეტი სტატია; ჩაატარა რესპულიკური სამეცნიერო-პედაგოგიური კონფერენციები გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე, იყო კონფერენციების კრებულებისა და მასალების რედაქტორი; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; არის გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო) ხელმძღვანელი.
დისერტაციის თემა - "აფხაზეთის შავიზღვისპირეთის შუა ნაწილის მორფოდინამიკა", დაიცვა 1989 წელს.
წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.22; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის საიტი: elibrary.sou.edu.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი, სწავლული მდივანი
- საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ნამდვილი წევრი, აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის მდივანი
- საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2013 - ღირსების ორდენი
- 2002 - ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს ბუნებრივი რესურსები : სსუ, ელბიბლიოთეკა (ავტორი). - თბილისი, 2023. - 268გვ.
- საინჟინრო გეოგრაფია (ავტორი) // ნაწ. I : სსუ, ელბიბლიოთეკა. - თბილისი, 2023. - 75გვ.
- ქალაქების ანთროპოგენური გარემო (ავტორი). - თბილისი, 2023. - 174გვ.
- ფიზიკურ-გეოგრაფიული კომპლექსური კვლევები : სსუ, ელბიბლიოთეკა (ავტორი). - თბილისი, 2022. - 148გვ.
- ენერგეტიკა და ბუნებრივი გარემო : სსუ, ელბიბლიოთეკა (ავტორი). - თბილისი, 2022. - 228გვ.
- ბუნებრივი გარემოს გეოგრაფიული პრობლემები : სსუ, ელბიბლიოთეკა (ავტორი). - თბილისი, 2021. - 268გვ.
- გეოგრაფიული პროგნოზირება : სსუ, ელბიბლიოთეკა (ავტორი). - თბილისი, 2020. - 83გვ.
- დედამიწისმცოდნეობა (ავტორი). - თბილისი, 2020. - 147გვ.
- საქართველოს რელიეფის ტიპები : სსუ, ელბიბლიოთეკა (ავტორი). - თბილისი, 2020. - 83გვ.
- გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები (ავტორი) // ნაწ. II. - თბილისი, 2017. - 164გვ.
- შავი ზღვა : აბიოტური და ბიოტური პროცესების დინამიკა : მონოგრაფია (ავტორი) // ნაწ. 1, აბიოტური პროცესები. - თბილისი, 2016. - 312გვ.
- გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები (ავტორი) // ნაწ. III. - თბილისი, 2016. - 170გვ.
- გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები (ავტორი) // ნაწ. I. - თბილისი, 2013. - 72გვ.
- საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 238გვ.. - ISBN: 9789941175213
- გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი : (პროცესები, ცნებები, განმარტებები) : [ანი-დან ჰაე-მდე] (ავტორი). - თბილისი, სოხუმის სახელმწ. უნ-ტის გეოგრაფიის პროგრ. მიმართულება, 2011. - 126გვ.
- საზოგადოებრივი ანტაგონიზმი: შეიარაღებული დაპირისპირებები, მათი ეკოლოგიური შედეგები და რეგიონების მდგრადი განვითარება (ავტორი). - თბილისი, თსუ სოხუმის ფილიალი, 2006. - 187გვ.. - ISBN: 99940-65-04-1
- ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია : სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თსუ-ს სოხუმის ფილიალი, 2003. - 448გვ.
- საქართველოს გეოგრაფია : სახელმძღვ. უმაღ. სასწ. სტუდ. საუნივერსიტეტო კურსი (თანაავტორი) // ნაწ. 2 : ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონები. - თბილისი, კაბადონი, 2001. - 316გვ.
- საქართველოს გეოგრაფია : სახელმძღვ. არაგეოგრ. სპეც. სტუდ. საუნივერსიტეტო კურსი (ავტორი). - თბილისი, კაბადონი, 1999. - 332გვ.
|