შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო გელიკურაშვილი![]()
ბიოგრაფიამუშაობდა რკინიგზაში. 1880-იანი წლებიდან მართავდა წარმოდგენებს. სახალხო თეატრის სცენაზე შესრულებული აქვს კომედიური ხასითის როლები: მაზუთიანი ("ციმბირელი"), კარაპეტა ("ძუნწი"), ოსეფა ("მათიკო"), გიქო ("პეპო") და სხვ. 1903 წელს ავლაბრის სახალხო თეატრმა იოსებ იმედაშვილის თაოსნობით გიგო გელიკურაშვილის სასცენო მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. უმეტესად თამაშობდა უსასყიდლოდ, იყო სასცენო ხელოვნების დიდი მოყვარული. გარდაიცვალა დიდ სიღარიბეში, 1920-იან წლებში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.558 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |