The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გამრეკელ თორელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

XIII ს. 30–40-იანი წლების მოღვაწე, ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი. 30-იან წლებში სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად მიენდო მონღოლებს, რომლებმაც თორელს დაუტოვეს მისი სამამულე და სახელო ქვეყნები. 1245 წელს მონღოლებმა ერთ-ერთი დუმნის (ჯავახეთი და სამცხე კარნუ-ქალაქამდე) თავად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში მონღოლთა წინააღმდეგ. მომხრე იყო დავით ლაშას ძის გამეფების. 40-იანი წლების შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92


გააზიარე: