Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა თორელი![]()
BiographyXII ს. შუა წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1152–1977წწ. ამბებთან დაკავშირებით. თორელი მოხსენიებულია საორბისის ეკლესიის (თეძმის ხეობა) 1152 წლის წარწერაში, როგორც ტაძრის მაშენებელი და ამ მხარის მემამულე (ე. ი. თავისი ძირითადი საგვარეულო მამულის თორის გარდა ამ პერიოდში მას უკვე ჰქონია მამული თეძმის ხეობაშიც). თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1163 წელს გიორგი III-ს სომხეთის (შირაქის) ცენტრის – ანისის – გამგებლად დაუნიშნავს. ამ ცნობაში ის იხსენიება როგორც "დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე"; 1177 წელს თავისი შვილებით დემნა უფლისწულის ამბოხებას მიმხრობია, მაგრამ შემდეგ კვლავ მეფის მხარეს გადასულა. ამის შემდეგ საისტორიო წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |