The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ გელაზარიშვილი

ანტონ გელაზარიშვილი
Legal name:ანტონ გელაზარიანი
Other name:ანტონ გელაზაროვი
Date of birth:1868
Date of death:31 October, 1942  (at 74 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1894 წელს.

სტუდენტობის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ვარშავაში საქართველოს განმათავისუფლებელი ლიგის შედგენაში, ლიგის პროგრამის დაწერასა და იმავე წელს ქუთაისში (დავით მიქელაძე-მეველის სახლში) მის განხილვაში, რის გამოც დააპატიმრეს კიდეც. 1903 წლიდან დასავლეთ საქართველოში მუშათა, რევოლუციონერთა და სხვათა პოლიტიკურ საქმეებს ყველა სახის სასამართლოში სრულიად უფასოდ იცავდა. მონაწილეობდა 1902 წლის ბათუმის დემონსტრაციის გამო დაპატიმრებულთა (მათ შორის იოსებ ჯუღაშვილის) დაცვაში და სხვ. 1905 წლის 14 აგვისტოს ქუთაისში, ქალაქის ბაღში გამართულ მიტინგზე მეფის მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციის და ხალხში პროკლამაციების გავრცელებისთვის შეიპყრეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია, რომელსაც დავალებული ჰქონდა რევოლუციის წინააღმდეგ მეფის მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოკვლევა, ჯაშუშ-პროვოკატორთა აღმოჩენა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით 1918 წელს დაინიშნა თბილისის სასამართლოს პალატის პროკურორად, ხოლო 1919 წლიდან სენატის სისხლის სამართლის დეპარტამენტის პროკურორად. საქართველოს რევოლუციის მუზეუმში აგროვებდა მასალებს  პოლიტიკური პროცესების ისტორიისათვის. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.555


Share: