The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა თორელი

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Nobleman, Public official

Biography

XIII საუკუნის 50-იან წლებში  სხვა ქართველ მეომრებთან ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში ბაღდადზე, რაიონის აღების შემდეგ (1258) დავით VII ულუმ ის დიპლომატიური მისიით ირანში ჰულაგუ-ყაენთან გაგზავნა; ამ ელჩობის დროს მან ორტაღებისაგან (სავაჭრო-საკრედიტო ორგანიზაცია) სესხად აიღო ფული და ირანში იაფად შეიძინა "ბაღდადური ალაფი", შემდეგ მოგებით გაყიდა და იყიდა სოფელი ხოვლე, რომელიც შესწირა თავის მონასტერს რკონში. ამ ფაქტის შესახებ  "დაწერილი" წარმოადგენს ძვ. ქართული საბუთების ბრწყინვალე ნიმუშს როგორც თავისი დიპლომატიური ფორმით, ისე შინაარსით. იგი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ეპოქის შესასწავლად. 1260 წელს მან მხარი არ დაუჭირა დავით ულუს აჯანყებას მონღოლების წინააღმდეგ. მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ; როგორც ჩანს, ამის გამო დავით ულუს მისთვის ჩამოურთმევია მეჭურჭლეთუხუცესობა და სარგის ჯაყელისათვის გადაუცია. ალბათ თორელებისა და ჯაყელების მეტოქეობის შედეგი იყო ის, რომ თორელმა, ჟამთააღმწერლის გადმოცემით, გადამწყვეტი როლი ითამაშა მონღოლთა დამსჯელი რაზმის გამარჯვებაში აჯანყებული დავით ულუსა და სარგის ჯაყელის ლაშქარზე; XIII საუკუნის. 50–60-იანი წწ. მოღვაწე, ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი. ახალქალაქის ერისთავთერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი. მისი საგვარეულო მამული იყო თორის მხარე და თეძმის ხეობა, მამული თავის საერისთავო ქვეყანაში – ჯავახეთშიც ჰქონდა; XIII ს. 60-იანი წწ. შემდეგ თორელი წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92-93


Share: