The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასონ გელოვანი

იასონ გელოვანი
Date of birth:1845
Date of death:12 August, 1915  (at 70 years)
Category:Nobleman, Public Man

Biography

იასონ გელოვანი იყო ლეჩხუმის თავად-აზნაურობის წინამძღოლი, გლეხების დიდი მოჭირნახულე, ხალხური სიტყვიერებისა და საღმრთო წერილის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა ბიბლიის, სახარების, დავითნის, ფსალმუნის, "ვეფხისტყაოსნის", "მოურავიანის" ბევრი ადგილი; ჩახრუხაძის, შავთელის, არჩილისა და თეიმურაზ მეფის შემოქმედება. რაჭის ცნობილი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის სიტყვით, იასონ გელოვანი იყო: "მომჯადოებელი ადამიანი, უსწავლელი, მაგრამ ნასწავლთა მხიბლავი, ღარიბი, მაგრამ უმდიდრესად მოჩვენებული, რაჭა-ლეჩხუმს არ გაცილებული, მაგრამ ყველგანყოფილად მიჩნეული". საკუთარი სურვილით, გლეხობა 1905 წლამდე გაანთავისუფლა სხვადასხვა ვალდებულებისაგან. პირველი მსოფლიო ომის დროს 5 სანიტარული რაზმი შეადგინა. ქველმოქმედი, მისი შვილი იყო შამშე გელოვანი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.558

Bibliography


Share: