შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი განათლებისკარი (ახლანდ. მაცხოვრისკარი), აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა დაღესტანსა და გალის რაიონში სახელმწიფო დაწესებულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1964–1969წწ. იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1978–1986წწ. საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის კვების მრეწველობის განყილების უფროსი; 1969–1996წწ. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონიკის კათედრაზე; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ეკონომიკის" რედაქციასთან; 1992 წელს დააარსა სოფელ განათლებისკარის განათლებისა და კულტურული აღორძინების საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფულადი პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებდა სოფლის საუკეთესო პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს; გარდაცვალების შემდეგ განათლებისკარის სკოლას მიენიჭა მისი სახელი; მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობისა და ინტენსიფიკაციის, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის ორგანიზაციის აქტუალური პრობლემები; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, 3 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოსი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.99 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |