შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს. 1940 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, ხელმძღვანელობდა სპეციალური ტექნიკის სამუშაოებს; 1949 წლიდან იყო სსრკ კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე; 1954–1963წწ. ჟურნალ "რადიოტექნიკის" პასუხისმგებელი რედაქტორი; ახალი ტიპის რადიოაპარატურის შექმნისათვის (სპეციალისტების ჯგუფთან ერთად) 1951 მიენიჭა სტალინური პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ჰქონდა გამოგონებები, რომელთაგან ცნობილია ე. წ. "მოდულაციის ხერხი თოფურიას სქემით"; ინჟინერ-რადიოტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.100 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |