შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს. 1960-1966წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინიტუტის (სოხუმი) მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე, 196 წლიდან – სტუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. მისი შრომები ეძღვნება ორთოგონალური მწკრივებისა და მათი გამოყენების საკითხებს; ავტორია უმაღლესი მათემატიკის სრული კურსისა (თეორია და ამოცანათა კრებული ტ. 1–5, თბ., 1988–1993) და საშუალო სკოლებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოებისა (2 ტომად). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1976). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.101; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |