The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო თოფურია

სერგო თოფურია
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2011  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს.

1960-1966წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინიტუტის (სოხუმი) მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე, 196 წლიდან – სტუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. მისი შრომები ეძღვნება ორთოგონალური მწკრივებისა და მათი გამოყენების საკითხებს; ავტორია უმაღლესი მათემატიკის სრული კურსისა (თეორია და ამოცანათა კრებული ტ. 1–5, თბ., 1988–1993) და საშუალო სკოლებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოებისა (2 ტომად). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1976).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.101; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • 1987 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: