The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან არდია

მურმან არდია
Date of birth:6 September, 1937
Date of death:20 November, 2006  (at 69 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1965-1967წწ. სტაჟირება გაიარა ქ. ლენინგრადის ჰიდროლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1979-1981წწ. სწავლობდა ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

1962 წლიდან ეწეოდა საზოგადოებრივ, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, ჯერ აგრონომად, ხოლო 1963 წლიდან საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1964-1977წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1977-1983წწ. იყო პარტიულ თანამდებობებზე ჯერ საქ. კპ ცკ-ის აპარატში, შემდეგ ზუგდიდის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნად; 1984-1992წწ. იყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პარალელურად ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის კათედრას ქ. ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე.  გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით 1988 წელს ქ. თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირ-კანადის პირველი სიმპოზიუმი გარემოს დაცვისა და მონიტორინგის პრობლემებზე, ასევე, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის რწმუნებულთა თათბირი გარემოს დაცვისა და ჰიდროლოგიის სფეროში. მონაწილეობდა აგრეთვე სხვა ქვეყნებში ჩატარებულ სიპოზიუმების მუშაობაში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამელიორაციო მიწებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წყლით უზრუნველყოფის და მასზე მოთხოვნილების საკითხები", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.23; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

Bibliography


Share: