შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ღუდუშა არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1965 წელს. 1966 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. 1968-1970წწ. იყო სტაჟიორ-მკვლევარი ობნინსკის ექსპერიმენტალური მეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1971-1973წწ. სწავლობდა და დაამთავრა სრულიად რუსეთის სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. 1980-1991წწ. მუშაობდა კუბის მეცნიერებათა აკადემიაში. შემდეგ მუშაობა გააგრძელა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში აგრომეტეოროლოგიური პროცესების მათემატიკური ლაბორატორიის გამგედ. მუშაობს მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ფორმირების მათემატიკურ მოდელირებაზე. გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს საპატიო დიპლომი, საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ბრინჯაოს მედალი, კუბის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დიპლომი, ობნინსკის ექსპერიმენტალური მეტეოროლოგიის საკავშირო ინსტიტუტის საპატიო დიპლომი და მეორე ხარისხის პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოში ჩაის კულტურის პროდუქტიულობაზე აგრომეტეოროლოგიური პირობების გავლენის პროცესების მათემატიკური მოდელირება", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მრავალწლიანი კულტურების მოსავლის ფორმირების აგრომეტეოროლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და მათი წარმოების ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.23-24 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |