The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ არჩვაძე

ნუგზარ არჩვაძე
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. წლების მანძილზე საექსპედიციო, საფონდო და ლიტერატურულ მასალებზე დაყრდნობით გამოკვლეული აქვს საქართველოს ცალკეული რეგიონების შესწავლის მეთოდიკა, ლანდშაფტების კარტირებისა და კლასიფიკაციის ზოგიერთი საკითხი; გამოკვლევების ნაწილი სცილდება რეგიონულ ფარგლებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სუბტროპიკული ვაკე ტერიტორიების მიმართ, ხოლო კლასიფიკაცია მთიანი ტერიტორიებისათვისაც. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ასახულია ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების, ბუნებათსარგებლობის თეორიული და მეთოდოლოგიური საკითხები. აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში. ქ. თბილისის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი. მინიჭებული აქვს მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია (1998). გეოგრაფიის დოქტორი.

დისერტაციის თემა - "მთიანი რეგიონების ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები და მათი გამოყენების შესაძლებობა სახალხო მეურნეობაში (ქვემო ქართლის მაგალითზე)", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.24-25; ეტალონი-განათლების ვებ-გვერდი: etaloni.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემია
  • 1985 - სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

გააზიარე: