The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ასტახოვი

ნიკოლოზ ასტახოვი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1911
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1993  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 1937 წელს.

მუშაობა დაიწყო კავკასიის მინერალურ ნედლეულთა ინსტიტუტში. 1939 წლიდან მუშაობდა დონეცკის კომპლექსურ ექსპედიციაში ქ. ნიჟნინაგოლჩიკის საბადოზე ჯერ მადნეულის შემსწავლელ გეოლოგად, ხოლო შემდეგ ამ სამსახურის უფროსად. კომპლექსური ექსპედიციის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში. 1942 წელს მობილიზებულ იქნა მზვერავ გეოლოგიური პარტიის სტაციონარში გამამდიდრებელი ფაბრიკის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო გეოლოგიურ N7 რაზმში. 1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის ასპირანტად. დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიწვეულ იქნა და წლების განმავლობაში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქ იგი მთლიანად სამეცნიერო მუშობაზე გადაერთო და ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი სამეცნიერო შრომა გამოაქვეყნა. მისი სამეცნიერო ნაშრომები შეეხო გამოყენებით გეომორფოლოგიას, საინჟინრო გეოლოგიას და სასარგებლო წიაღისეულს, რომელმაც საშუალება მისცა ჰიდრონაგებობების, საავტომობილო ნაგებობებისა და სარწყავი სისტემის დაპროექტებით სამუშაოების შესრულებას. დიდი ყურადღება დაუთმო კავკასიის ნეოტექტონიკურ საკითხებს, შავი ზღვის სანაპირო პრობლემას, რელიეფის სტრუქტურულ-გეომორფოლოგიურ ანალიზს და პალეოგეომორფოლოგიის საკითხებს. 1974-1976წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მივლინებულ იქნა სირიის რესპუბლიკაში, სადაც შეადგინა მთელი ტერიტორიის მსხვილმასშტაბიანი გეომორფოლოგიური რუკა ქვეყნის ჰიდროლოგიური შესწავლის მიზნით. შეადგინა აგრეთვე დასავლეთ სირიის მორფოსტრუქტურული სქემა. 1986-1988წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში, სადაც ოქროს საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით შეადგინა საქართველოს სტრუქტურულ-გეომორფოლოგიური რუკა. გეოგრაფიულ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისთვის მიღებული აქვს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. მტკვრის ხეობის შუა დინების გეომორფოლოგია", დაიცვა 1949 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს რელიეფის მორფოსტრუქტურული ანალიზი", დაიცვა 1969 წელს (ბაქო).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.27-28

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: