შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია აფხაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1941-1947წწ. იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1950-1953წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე. 1953-1956წწ. მუშაობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1954-1957წწ. კი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; 1957 წლიდან მუშობდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მის საკანდიდატო დისერტაციაში გაშუქებულია მდ. არაგვის აუზის გეოლოგიური აგებულების, რელიეფის, ჰავის, ჰიდროლოგიური ობიექტების, მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს, ნიადაგების საკმაოდ დეტალური დახასიათება. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 66 გამოქვეყნებულია. ნაშრომებში გაშუქებულია ჰიდროლოგიური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეომორფოლოგიური საკითხები. აგრეთვე, პალიასტომის ტბის ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ღონისძიებები, კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის ჰიდროგრაფიული თავისებურებანი, საქართველოს ტბების სამეურნეო მნიშვნელობისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე. ჩაატარა ჩრდილო კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები. ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს ფიზიკურ გეოგრაფიასა და ზოგად ჰიდროლოგიაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. არაგვის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.28-29 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |