The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კირო გელოვანი

Legal name:კირილე გელოვანი
Date of birth:1888  (137 years)
Date of death:19??
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ილურთა, ახმეტის რაიონი.

1904-1905წწ. კიროს სახელით მუშაობდა რსდმპ პარტიაში, თელავის მაზრაში, როგორც აგიტატორ-პროპაგანდისტი; 1905 წლის გაზაფხულზე თელავის ციხეში იჯდა, საიდანაც 1905 წლის ოქტომბერში მანიფესტის ძალით გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ განაგრძო რევოლუციური მუშაობა თბილისის გუბერნიაში; 1906 წელს წინანდლისა და ნაფარეულის საუფლისწულო მამულებში გაფიცვები მოაწყო, თელავში მაყაშვილებს იარაღი ჩამოართვა; იმალებოდა ივანე როსტომაშვილის ოჯახში; 1907 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა; 1908 წელს შეიპყრეს და 5 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს, 1910 წელს თბილისში გამოქცევა მოახერხა, 1911 წელს ისევ შეიპყრეს, გადასახლებული იქნა დონის როსტოვში; 1913 წელს, 102-ე მუხლის საფუძველზე ციბმირში გაიგზავნა. სასჯელი მოიხადა ირკუტსკის გუბერნიის სოფელ მანზურკაში, 1915 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ ჩიტაში (ხაბაროვსკი). 1916 წელს ისევ შეიპყრეს, თუმცა ვლადივოსტოკში გაქცევა მოახერხა. იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების წევრი №1978. აგიტატორ-პროპაგანდისტი, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.560


Share: