The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გედეონ გედევანოვი

გედეონ გედევანოვი
ოფიციალური სახელი:გედეონ მირაღიანი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1859
გარდაცვ. თარიღი:1918  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სომხური გიმნაზია, 1887 წელს გიმნაზიაში მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცდა ჩააბარა. სომხურ სამრევლო სკოლასა და ნერსესიანის სემინარიაში ასწავლიდა რუსულ ენასა და არითმეტიკას, ქალაქის სახელოსნო სკოლაში-სომხურ ენას. 12 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სომხური თეატრის სცენაზე, თამამშევის თეატრში შეასრულა ბავშვის როლი სპექტაკლში "პიპოს ტიკჭორა", გიმნაზიაში იყო სცენისმოყვარულთა წრის წევრი. 1879 წლიდან გამოდიოდა სომხურ წარმოდგენებში. 1884-1887წწ. გამოჩენილი სომეხი ტრაგიკოსის, ადამიანის დასის წევრი იყო. 1889 წელს ვასო აბაშიძემ ქართული თეატრის სცენაზე მიიწვია (სარდუს პიესაში "უნდა გავიყარნეთ" შეასრულა ანემპოდისტეს როლი). შეასრულა მრავალი სხვადასხვა სახასიათო როლი: პოლონიუსი ("ჰამლეტი"), გრუმიო ("ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ბენ-აკიბა ("ურიელ აკოსტა"), სგანარელი("დონ ჟუანი"), ჰარპაგონი ("კრიჟანგი"), სოლომონი ("კინ"), იოსებ პატრი ("კარდინალი რიშელიე"), ექიმი ბარტოლო ("სევილიელი დალაქი"), ფუშე ("მადამ სანჟენი"), ბაადურ ("პატარა კახი"), ზამბახოვი, გიჟმოზე, პეპო, ოსეფა, ჩუგუნოვი ("მგელი და ცხვარი"), როკო ("ნატვრისთვალი"), ფიგარო ("ფიგაროს ქორწინება"), ბობჩინსკი ("რევიზორი"), კენტი ("მეფე ლირი"), გიქო, ხვოროსტნევი და სხვ. ქართულიდან სომხურ ენაზე თარგმნა ა. ცაგარელის "ციმბირელი", "სუნამო", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"; ი. გედევანიშვილის "სინათლე" და სხვ. სომხურიდან ქართულად თარგმნა  შირვანზადეს "ნამუსისათვის" და სხვა ვოდევილები. 1901 წელს ჟურნალ "მურჭში" (№4-5) გამოაქვეყნა წერილები "თეატრი და ხელოვნება", ამავე ჟურნალში დაბეჭდა ნ. ჟორდანიას "ქართული პრესა", შემდეგ -"თეატრონში", 1908 წლიდან "ჰეღარვეტსში" (№1-2), იქვე 1909 წელს (№3); 1902 წელს (№6) "ლუმაში",  დაწერა და სომხურ ჟურნალში გამოაქვეყნა "ქართული თეატრის ისტორია", 1908 წელს სომხურ ენაზე გამოსცა "თეატრალური ბიბლიოთეკა". ქართული პრესა და თეატრალური საზოგადოება დიდ შეფასებას აძლევდა გ. გედევანოვის შემოქმედებას. 1899 წლის 4 თებერვალს მისი მოღვაწეობის 10 წლის, ხოლო 1910 წლის 5 მაისს, 25 წლის იუბილე  აღნიშნეს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.552


გააზიარე: