The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქაიხოსრო გელოვანი

ქაიხოსრო გელოვანი
Date of birth:1859
Date of death:1924  (at 65 years)
Category:Writer, Poet, Publicist, Public Man

Biography

ქაიხოსრო გელოვანი წარმოშობით იყო ლეჩხუმიდან. 1880-იანი წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დროებაში" (1881, №134,155,169); (1886, №95, 115, 148); (1890, №111,123,124,126,152, 154, 208, 209, 229, 231, 235); "მწყემსში" (1884, №22,24; 1885,№3, 23; 1886,  №3 ) და სხვ. საჯაროდ გამოდიოდა სიტყვებით (სიტყვა, "თქმული 22 დეკემბერს 1885 წელსა სოფელს ცაგერს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოზე // "მწყემსი", 1886, №2). "დროებაში" გამოქვეყნებული ერთ წერილის გამო პასუხისგებაში მისცეს. წერდა ლექსებსაც. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის"  მართავდა საღამო-წარმოდგენებს, აგროვებდა ფულად შემოწირულობებს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.562

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1886-)

Bibliography

  • ლექსები (Author). - ტფილისი, გამოცემული ავტორის მიერ (ქართველთა წიგნის გამომცემელ ამხანაგობის სტ.)., 1896. - 38გვ.

Share: