The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ თოფურძე

Legal name:ციალა თოფურიძე
Date of birth:8 July, 1925
Date of death:3 March, 2009  (at 83 years)
Category:Literary scholar, Scientist, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა წაღვერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1948 წელს.

1958 წიდან მუშაობდა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინივერსიტეტში, სადაც 1974–1987წწ. ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთული ლიტერატრის კათედრას; მას ეკუთვნის ნაშრომები: "რობერტ ბერნსი" (1959), «"გაჯავრებული ახალგაზრდები" და ჯონ ბრეინი» (1964), «ჯეფრი ჩოსერი და მისი "კენტერბერიული მოთხრობები"» (1977), "ლორენს სტერნის მხატვრული სამყარო" (1990), «ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი"» (1996), «თეოდორ დრაიზერის რომანი "გენიოსი"» (1961), "ერნესტ ჰემინგუეი" (1973), «რობერტ პენ უორენის "მეფის მთელი მხედრიონი"» (1978). ძირითადად აშშ-ის ლიტ-რის მკვლევარია. შეადგინა და გამოსცა ამერერიკული ნოველების ორტომეული წინასიტყვაობითა და შენიშვნებით (ტ. I–1967, ტ. II–1968). უმთავრესად იკვლევდა უ. ფოლკნერის შემოქმედებას: «ფოლკნერის რომანის "ხმაური და მძვინვარების" მაკბეთური სათაური» (1975, რუს. ენაზე), «უილიამ ფოლკნერის "აბესალომ, აბესალომ!-ის" არქიტექტონიკა» (1978, გერმ. ენაზე), "ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ჯოისისა და ფოლკნერის შემოქმედებაში" (1984), "ფაუსტის სახის გაგებისათვის უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში" (1990). მონოგრაფიაში "უილიამ ფოლკნერის რომანის პოეტიკა" (1984) განხილულია ფოლკნერის პროზის მხატვრული თავისებურება. ავტორია ნარკვევებისა ქართულ-ინგლისურ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. ქართ. ენაზე თარგმნა ჯ. ბრეინის რომანი "გზა მაღალი საზოგადოებისაკენ" (ნ. ბადრიაშვილთან ერთად), ი. პეტროვასთან ერთად ინგლ. ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა კრებ. «"ხოგაის მინდია" და ქართველ მწერალთა მოთხრობები» (1966), გ. ნატროშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1968); საქართვ. უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1983), ფილოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102

Bibliography


Share: